სასწავლო პროექტი


გურიის ფლორის ვერაგი მტერი

პროექტის მთავარი იდეა: 21-ე საუკუნეში აღინიშნება გლობალური პრობლემის მომრავლება. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა გურიის რეგიონში ამერიკული თეთრი პეპლის მიერ მიყენებული ზიანი.
პროექტის აქტუალობა: ამერიკული თეთრი პეპელა საფრთხეს უქმნის გურიის ფლორას და არა მარტო ფლორას. მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას, შეისწავლიან ამერიკული პეპლის ბიოეკოლოგიურ თავისებურებებს და მასთან ბრძოლის მეთოდებს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების, კვლევა-ძიებისა და ურთიერთანამშრომლობის უნარი. შეძლებენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების პოვნას.
მოსწავლეთა ასაკი: 14 წ.
ვადები და ხანგრძლივობა: 3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: საკარანტინო საშიში მავნებლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, მოსწავლეების წვლილი ბუნების გადარჩენაში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ბინოკულარი, მინის ზარი, პეტრის ჯამი, ავტომაქსი-სოლო 423, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
  1. პროექტის იდეის, მიზნების და ვადების გაცნობა
  2. ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება
  3. კონკრეტული დავალებების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა.
კვლევა მიმდინარეობდა ანასეულის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიაში.
4. ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი და დამატებითი ინსტრუქტაჟის  მიცემა.
5. მოძიებული მასალის დახარისხება.
6. შეხვედრა მოსახლეობასთან (საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება)
7. საბოლოო შეჯერება და აუდიტორიისთვის წარდგენა.
8. შეფასება  ხდება ცალკეული ჯგუფების ჩართულობით.
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ. VIII. 2. მოსწავლე იკვლევს ორგანიზმების განვითარების თავისებურებებს.

  • აგროვებს  ინფორმაციას ორგანიზმების საციცოცხლო ციკლის თავისებურებებზე და მსჯელობს მათი შეგუებითი  როლის შესახებ.





პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ გობრონიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  mariamgobronidze@gmail.com